პრემიერი - შემდგომ წლებში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების გაძლიერებას

შემდგომი წლების განმავლობაში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმა 2020-2030 წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სამოქმედო გეგმა ჯარს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი, მემსახურა თქვენთვის ძვირფასო ოფიცრებო. ჩვენ ერთად გვაქვს შემუშავებული გეგმა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ჯარს. ზოგადად, მე მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა, თუ რა დგას ამ ათწლიანი განვითარების გეგმის იდეის უკან. როდესაც მე ვიყავი მინისტრი, მაშინ ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა თავდაცვის ძალების იმდროინდელ მეთაურთან, ჩემს გუნდთან, ჩემს მოადგილეებთან ერთად და ჩვენ ვფიქრობდით, როგორ შეგვემუშავებინა გრძელვადიანი ხედვა-დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა მყარი გარანტი და საფუძველი ჩვენი ჯარის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ შეგვექმნა ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ დაექვემდებარებოდა მუდმივ ცვლილებას, ეს არ იქნებოდა დამოკიდებული მინისტრების ინდივიდუალურ ხედვებზე, არამედ ეს იქნებოდა ჯარის მიერ, თავდაცვის ძალების მიერ შემუშავებული ხედვა-დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა აუცილებელი შესასრულებელი. სწორედ დღევანდელი დღე არის ამ მიზნით, რომ ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ წარვუდგინოთ ჩვენი ძირითადი ხედვები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა