სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 228 161-მდე გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.

ამავე პერიოდის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დროიდან დაღუპულია 4 575 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსისგან 218 676 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 4 910-ს აჭარბებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო