ჯუანშერ ბურჭულაძე - ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის გაწიეთ

ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის გაწიეთ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა10-წლიანი სამოქმედო გეგმის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება საქართველოს თავდაცვის ძალებს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს.

„ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების, თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტს წარმოადგენს და შესაბამისად, მისი გაძლიერება ქართული სახელმწიფოს ეროვნული ამოცანაა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, პრემიერის მხარდაჭერით, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფენ ოფიცრების მომავალს, მათ სოციალურ პირობებს.

"ჩვენ ამბიციური გეგმები დავსახეთ ავიაციის განვითარების მიმართულებით; საავიაციო პარკის სრულად აღდგენის ფარგლებში, მხოლოდ წელს გარემონტდა 4 მოიერიშე და 7 ვერტმფრენი", - აღნიშნა მან. მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საფრენი აპარატების აღდგენა ხდება უწყების რესურსებით, რასაც საფუძველი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობისას ჩაეყარა.

„საფრენი აპარატების აღდგენა ხდება ჩვენი რესურსებით, რასაც საფუძველი პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობისას ჩაეყარა და რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. პარალელურად, ხორციელდება მფრინავებისა და პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, გრძელდება სამხედროების დაფასების პოლიტიკა და ამ მიზნით გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, საბინაო, აღჭურვილობისა და სხვა მიმართულებები.

„აქტიურად მიმდინარეობს მახათას მთაზე ბინების მშენებლობის პროცესი, სადაც ჯარის ქალაქის - Army City-ის მშენებლობა 2022 წლის ბოლომდე დასრულდება, რომელშიც ჯამში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს. პრემიერის მხარდაჭერით, ჩვენ საკანონმდებლო დონეზე უზრუნველვყოფთ ოფიცრების მომავალს, მათ სოციალურ პირობებს და დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელშიც სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას, ყველა სამხედრო წოდების მაიორს და უფრო მაღალი წოდების მქონე პირს გადასცეს ბინა და საკანონმდებლო დონეზე მივცემთ გარანტიას, ანაზღაურების გარანტირებულად ზრდასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა