თავდაცვის მინისტრი - განვითარების გეგმა თავდაცვის ძალებს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს

ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების, თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტს წარმოადგენს და მისი განვითარება ეროვნული ამოცანაა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავდაცვის ძალები მოკლე და საშუალოვადიანი დაგეგმვის პროცესიდან გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესზე გადავიდა.

„ეს მომავლის განვითარების გეგმაა, რომლის განხორციელება თავდაცვის ძალებს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს. ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების, თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტს წარმოადგენს და მისი განვითარება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანაა.

წელს სამინისტროს საშუალოვადიანი დაგეგმვის უმთავრესი უწყებრივი დოკუმენტი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვაა, რომელიც განსაზღვრავს თავდაცვის უწყების პრიორიტეტებს საშუალოვადიან გეგმაში და პასუხობს 2021 წლიდან 2025 წლამდე გამოწვევებს. ყოველწლიურად ასევე გამოვცემთ მინისტრის დირექტივებს, რომელიც სინქრონში იქნება იმ მიმდინარე გამოწვევებთან, რაც დღეს თავდაცვის ძალებს გააჩნიათ. ამ დოკუმენტებით, თავდაცვის ძალები გადავიდა მოკლე და საშუალოვადიანი დაგეგმვის პროცესიდან გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესზე“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო