რუსული მედია - რუსეთი უკრაინას სტრასბურგის სასამართლოში უჩივის

რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკრაინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”22 ივლისს რუსეთის ფედერაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უკრაინის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივრით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე, მიმართა,” - აცხადებენ პროკურატურის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საჩივარი 2014 წლის თებერვლის შემდეგ განვითარებული მოვლენებს ეხება.

შეგახსენებთ, 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს