ხათუნა სამნიძემ და ნიკოლოზ სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს მიმართეს, განცხადების გაკეთებამდე „ტვინი დაატანონ“

ცოტა ტვინი დაატანეთ! - ასე მიმართა ფრაქცია „შარლ მიშელის რეფომების ჯგუფის“ თავმჯომარე ხათუნა სამნიძემ უმრავლესობის დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძეს.

სამნიძის გაღიზიანება ბიუროს სხდომაზე სამხარაძის შეთავაზებამ გამოიწვია, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატებს შესთავაზა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსეთის ჰიმნის ჩართვის საკითხი ეთიკის საბჭომ განიხილოს.

„აქ ითქვა, რომ ეს პარტიულ-პოლიტიკური საკითხი არ არისო, თურმე ქალების მიმართ ძალადობაზე ვსაუბრობთ და ეს პარტიულ-პოლიტიკური საკითხი არ არის. მინდა ასეთი რამე შემოგთავაზოთ, თუ ეს არ არის პარტიულ-პოლიტიკური საკითხი და ეთიკის საბჭოს ეხება - ცოტა ხნის წინ თქვენმა კოლეგამ სხდომათა დარბაზში ჩართო რუსეთის ჰიმნი, რომელიც დარწმუნებული ვარ, თქვენ არ მოგეწონათ. თუ ეს არ არის პარტიულ-პოლიტიკური საკითხი და მარტო ეთიკის საკითხია, მაშინ მოდით, ერთად შევიტანოთ საკითხი ეთიკის საბჭოში. ესეც არაეთიკური საქციელია“, - განაცხადა სამხარაძემ, რასაც ხათუნა სამნიძის რეპლიკა მოჰყვა: „ცოტა ტვინი დაატანეთ!“

„ტვინი თქვენ დაატანეთ ქალბატონო ხათუნა! ტვინი თქვენ დაატანეთ! პარტიულ- პოლიტიკური საკითხი არის? თუ არაეთიკური საკითხია? თუ არაეთიკური საკითხია, შევიტანოთ ერთად!“, - მიმართა სამხარაძემ ხათუნა სამნიძეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

დღეს, ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ოპოზიციონერ დეპუტატებს შესათავაზა ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი ეთიკის საბჭოს ფორმატში განიხილონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა