ჩინეთი კოვიდ 19-ის წარმოშობის კვლევის შესახებ ჯანმო-ს გეგმის წინააღმდეგია

ჩინეთი წინააღმდეგია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმის, რომელიც კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით გამოძიების მეორე ფაზის ჩატარებას ითვალისწინებს.

„ჩვენ არ მივიღებთ ვირუსის წარმოშობის ასეთ გეგმას, რადგან ის გარკვეულ ასპექტებში უგულებელყოფს საღ აზროვნებას და ეწინააღმდეგება მეცნიერებას”, - განაცხადა ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, შეშფოთდა, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმა პირველად წაიკითხა, რადგან ის შეიცავს ჰიპოთეზას, რომ ჩინეთის მიერ ლაბორატორიული პროტოკოლების დარღვევამ კვლევის დროს ვირუსის გაჟონვა გამოიწვია.

„ვიმედოვნებთ, რომ ჯანმო სერიოზულად განიხილავს ჩინელი ექსპერტების მიერ წარდგენილ მოსაზრებებს და კოვიდ-19-ის ვირუსის წარმოშობის კვლევას ისე მოეპყრობა, როგორც სამეცნიერო და არა პოლიტიკურ საკითხს”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ჩინეთი კვლევის პოლიტიზირების წინააღმდეგია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპის დაწყების ინიციატივით გამოვიდა, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაციის გეგმის თანახმად, ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიებისა და ბაზრების აუდიტი უნდა ჩატარდეს.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთი კოვიდ 19-ის წარმოშობის კვლევის შესახებ ჯანმო-ს გეგმის წინააღმდეგია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა