ანგელა მერკელი - ყოველი ვაქცინაცია ცხოვრების ნორმალური რეჟიმის დაბრუნებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების „ექსპონენციალური ზრდით" შეშფოთებულია.

კანცლერი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ურჩევს, სხვების დარწმუნებასაც შეეცადონ.

„ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ იზრდება და აშკარა და შემაშფოთებელი დინამიკაა. ყოველი ვაქცინაცია ცხოვრების ნორმალური რეჟიმის დაბრუნებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია“, - აღნიშნა მერკელმა.

მისი თქმით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევები შესაძლოა, გაორმაგდეს და უფრო მკაცრი შეზღუდვების ხელახლა დაწესება გახდეს საჭირო.

ცნობისათვის, ბოლო დღეების განმავლობაში გერმანიაში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება, რასაც „დელტა“ ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ. ქვეყანაში, გასული დღის განმავლობაში, 1 890 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ავადობის კოეფიციენტმა ყოველ 100 000-ს მოსახლეზე 12.2-ს მიაღწია მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ივლისის დასაწყისში 4.9 იყო.

იხილეთ ვიდეო: ანგელა მერკელი - ყოველი ვაქცინაცია ცხოვრების ნორმალური რეჟიმის დაბრუნებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა