ეკონომიკის  სამინისტრომ საქართველოში სასაქონლო ბაზრების ლიბერალიზაციასა და დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით, ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოში სასაქონლო ბაზრების ლიბერალიზაციასა და დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხელმომწერი მხარეები ასევე არიან სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო.

„აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფასა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით ძალისხმევის გააქტიურებას.

ამასთან, მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ენერგოსისტემის მდგრადობას კონკურენტული და გამჭვირვალე სასაქონლო ბირჟის ჩამოყალიბებით, რომელიც დაფუძნებული იქნება არადისკრიმინაციულობის, თავისუფალი ვაჭრობისა და თანაბარუფლებიანობის პრინციპებზე.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მხარდაჭერა ასევე მოიაზრებს ექსპერტული კონსულტაციის გაწევას სამართლებრივ, საორგანიზაციო და სტრუქტურულ საკითხებში, ასევე სამინისტროსა და სხვა მხარეების დახმარებას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონის მიზნების განხორციელებაში.

მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დეკარბონიზაციისა და ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესები, განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების დამატებითი სარგებლის შეთავაზებით. ამგვარი ძალისხმევა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია „პარიზის შეთანხმებით" გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა