ლევან ხაბეიშვილი - მითხარით, რა მივიღეთ დედაქალაქში 4 მილიარდის და მოგიყვებით, რა მიიღო კალაძემ, დისერტაციას დავიცავ - არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი - „ადნაკლასნიკებსა“ და „ფეისბუქს“, „მოსკვიჩსა“ და „მერსედესს“ შორის

პოლიტიკურ პარტიებს შორის კი არა, არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი - „ადნაკლასნიკებსა“ და „ფეისბუქს“ შორის არის არჩევანი გასაკეთებელი, „მოსკვიჩსა“ და „მერსედესს“ შორის. რუსეთსა და დასავლეთს შორის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „რეზიუმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები ისე უნდა მოიგოს, „ქართულ ოცნებას“ 5-6%-იანი გაყალბება აღარ ეყოს.“

„მითხარით 4 მილიარდის რა მივიღეთ დედაქალაქში და მე მოგიყვებით, რა მიიღო კალაძემ, ოღონდ დისერტაციას დავიცავ, როგორ გამდიდრდა კახი კალაძე, როგორც ენერგეტიკის მინისტრობის დროს, ისე დედაქალაქის მერობის პირობებში.

პოლიტიკურ პარტიებს შორის კი არა, არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი, კიდევ უფრო მარტივად ვიტყვი, - „ადნაკლასნიკებსა“ და „ფეისბუქს“ შორის არის არჩევანი გასაკეთებელი, „მოსკვიჩსა“ და „მერსედესს“ შორის. რუსეთსა და დასავლეთს შორის.

მე მგონია, უმარტივესია არჩევანი, ამის უკან სახელებს და გვარებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ხალხის გონიერებაში, ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ისე, „ქართულ ოცნებას“ 5-6%-იანი გაყალბება აღარ ეყოს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა