ანდრეი რუდენკო - ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი მიიღო და კოვიდვითარების სტაბილიზაციის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ავიამიმოსვლის განახლების საკითხი განვიხილოთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო იმედს გამოთქვამს, რომ კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში დადგება. ამის შესახებ რუდენკომ სააგენტო Россия сегодня ,-სთან ინტერვიუში განაცხადა კითხვის პასუხად, რომლის თანახმადაც, არის თუ არა საქართველოსთან უახლოეს მომავალში ფრენების განახლებაზე საუბარი.

„2019 წლის ივლისში რუსული ავიაკომპანიებისთვის დაწესებული აკრძალვა მოქალაქეთა საჰაერო ტრანსპორტირება განეხორციელებინათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე, იყო იძულებითი ღონისძიება, რომელიც გამოწვეულია ცნობილი ანტირუსული პროვოკაციით. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ღონისძიება დროებითია.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარიდან გაკვეთილი მიიღო და კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებული სანიტარული-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, გაჩნდება შესაძლებლობა ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ“, - განაცხადა რუდენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა