თენგიზ ცერცვაძე - უკვე გაჩნდა კვლევები, რომ კომბინირებული ვაქცინაცია უფრო ეფექტურიც კი არის

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებასთან დაკავშირებით, კვლევები მიმდინარეობს.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, კვლევების მიხედვით, კომბინირებული ვაქცინაცია უფრო ეფექტურია.

„ეს ჯერ შესწავლის საკითხია, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, არის კვლევა არამხოლოდ „სინოფარმის“ თაობაზე, ფიქრობენ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში და ასე განსაჯეთ „ფაიზერის“ შემთხვევაშიც. შეიძლება მოუწიოთ დამატება, მესამე დოზა თანდათან მყარდება. უკვე გაჩნდა ასეთი კვლევები, რომ კომბინირებული ვაქცინაცია უფრო ეფექტურიც კი არის, ვიდრე ერთი ვაქცინით ვაქცინაცია, როგორც ჩანს, ისინი სხვადასხვა მექანიზმით მუშაობენ...

ჯერ ეს გადაწყვეტილება საქართველოს არ მიუღია, ჯერ ახლა დავიწყეთ მასობრივი ვაქცინაცია და მოვუწოდებთ მთელ მოსახლეობას, რომ ორშაბათიდან 20 000 ადამიანი მაინც მოვიდეს, მთელი ქსელი მზად არის. ამჟამინდელი მონაცემებით, 10 000-11 000 ადამიანის აცრა ხდება, მზად ვართ დღეში 25 000-ის ასაცრელად“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა