ხატია დეკანოიძე - რთული იქნება „ქართული ოცნების“ დამარცხება, მხოლოდ თავგანწირული ბრძოლა დაამარცხებს ამ ხელისუფლებას - ყველამ მაქსიმალური ინვესტიცია უნდა ჩადოს ამ ბრძოლაში

რთული იქნება, ზოგადად, „ქართული ოცნების“ დამარცხება, მხოლოდ თავგანწირული ბრძოლა დაამარცხებს ამ ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი’’ განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერობის წინა არჩევნების შემდეგ თბილისი უფრო გაღარიბდა და ძალადობამ იმატა. ამიტომ ქალაქში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სლოგანის საპირისპირო ვითარებაა.

„წინა არჩევნების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ გაღატაკებული ქვეყანა, ძალადობა. ყველას გვეშინია საკუთარი ოჯახის წევრების ქუჩაში გასვლის. დღეს მისი [კახა კალაძე] კამპანია არის, სიცოცხლე ყველა უბანში და სრულიად საპირისპიროა რაც ხდება დღეს თბილისში.

რთული იქნება ზოგადად „ქართული ოცნების“ დამარცხება. მე არ ვამბობ, რომ ადვილი დასამარცხებელია. მხოლოდ თავგანწირული ბრძოლა დაამარცხებს ამ ხელისუფლებას იმიტომ, რომ ეს არის კლეპტოკრატიული, ოლიგარქიული რეჟიმი, რომელმაც ისე გაიდგა უკვე ფესვები, რომ ის ადამიანები, ვინც არიან ხელისუფლებაში, იცავენ საკუთარ კეთილდღეობას, ბიძინა ივანიშვილის კეთილდღეობას, დოვლათს, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის შექმნეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ, ეს არის ბრძოლა თავგანწირული და ყველამ მაქსიმალური ინვესტიცია უნდა ჩადოს ამ კამპანიაში და ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ კონკურენტი არ არის და მისი პარტია მხოლოდ მცირე პარტიებს „აშფოთებს“.

„ჩვენი პარტიისთვის გახარია არ არის ნამდვილად კონკურენტი. ალბათ, უფრო სხვა მცირე პარტიების შფოთვაა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის გახარია არ არის ოპოზიციონერი. არ არის იგი იმ ველზე, სადაც შეუძლია, რომ ოპოზიციის ველზე შემოვიდეს და წაიღოს ოპოზიციის ხმები და მით უმეტეს, ჩვენი პარტიის ხმები, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ ეს.

ძირითადად მისი საარჩევნო ველი ეს არის უფრო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, ვისაც არ მოსწონს ღარიბაშვილი, ვისაც არ მოსწონს წულუკიანი. შეიძლება, ამ ადამიანებში აქვთ მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, გადამწყვეტს არა, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, თუ ბოლომდე შეინარჩუნებს იმ რეიტინგს, რომელიც აქვს, რომ წაართვას ხმები „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა