აშშ-მა კუბაში ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა

აშშ-ის მთავრობამ კუბის თავდაცვის მინისტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმს სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას BBC-ის ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირები პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კერძოდ, ივლისის დასაწყისში გამართული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დარბევაზე, რომლის დროსაც ასობით ადამიანი დააკავეს, მინიმუმ ერთი დემონსტრანტი კი მოკლეს.

სანქციები აქტივების გაყინვასა და აშშ-ში გამგზავრებაზე აკრძალვის დაწესებას ითვალისწინებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ გააგრძელებს იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც კუბელი ხალხის ჩაგვრაზე არიან პასუხისმგებლები.

”ეს მხოლოდ დასაწყისია. შეერთებული შტატები გააგრძელებს სანქციების დაწესებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კუბელი ხალხის ჩაგვრაზე,“- განაცხადა ბაიდენმა.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
არჩილ მორჩილაძე - ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების უმეტესობა ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიფარმაციას და გაუმართლებლად ზრდის დაზღვევის ღირებულებას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
შეზღუდული პერიოდით “სკიო გუდაური” ბინებს არასეზონურ ფასად გაყიდის
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო