რომან გოცირიძე - ეს ხელისუფლება არ აპირებს 5-6 ივლისის დანაშაულების გამოძიებას - ჩვენ მხარს ვუჭერთ საგამოძიებო კომისიას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საგამოძიებო კომისიას - ეს ხელისუფლება არ აპირებს 5-6 ივლისის დანაშაულების გამოძიებას, - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" ინიციატივას შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება თავად არის პროვოკატორი და ამ ძალადობის თანამონაწილე, რაც ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელდა.

"ძალიან ბევრი რამ იქნება დასადგენი, მათ შორის, საიდან მოდიოდა ფული, წლების განმავლობაში ამ ექსტრემისტულად განწყობილი ადამიანების ყულაბაში, მათ მედიასაშუალებებს ვინ აფინანსებს და რატომ არ არიან დაკავებულები ორგანიზატორები, რომლებსაც საერთოდ არ ეხებიან, თუმცა, როგორ შეეხებიან, როცა მათი გუნდის მეორე ძალოვანი მხარე არიან", - განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა