გურამ მაჭარაშვილი - კაბინეტებს ქმნიან, მინისტრებს იყოფენ - ოპოზიცია ვირტუალურ სამყაროში აპირებს ცხოვრებას

ოპოზიცია ვირტუალურ სამყაროში ცხოვრებას აპირებს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" ინიციტივას, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისის შექმნას ითვალისწინებს.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას კითხვებზე პასუხების მიღება არ სურს და არც ადამიანის უფლებები აინტერესებს.

"კაბინეტებს ქმნიან, მინისტრებს იყოფენ, ხან ვერ იყოფენ, ვირტუალურ ხელისუფლებას ქმნიან და აანონსებენ, ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს, მერე რაღაც საგამოძიებო კომისიას ქმნიან და არსებული რაც არის, იქ არ მონაწილეობენ. ასეთი არათანმიმდევრული ნაბიჯები არის ზუსტად იმის წინაპირობა, რომ ოპოზიციის მარცხი გარდაუვალი იქნება არჩევნებზე.

შს მინისტრი თავად იყო სესიაზე, რომ მათ შორის, კრიტიკული კითხვებითვის გაეცა პასუხი, ამის საშუალება თავად რადიკალურმა ოპოზიციამ არ მისცა ზუსტად იმიტომ, რომ მათ არ აინტერესებთ არც ადამიანის და ჟურნალისტის უფლებები. თავად აღიარებენ და ამბობენ, რომ მისგან არ აინტერესებთ არაფერი გარდა იმისა, რომ გადამდგარიყო", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა