ლევან იოსელიანი - ნიკა მელია ამ არჩევნებზე მიიღებს ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს

ნიკა მელია ამ არჩევნებზე მიიღებს ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს , - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, ალეკო ელისაშვილი თუ მიიღებდა ოქროს მედალს, იოსელიანი აღნიშნავს, რომ თუ საერთო კანდიდატი იქნებოდა, მიიღებდა.

"როგორც ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ახერხებს ოპოზიციური ხმების შეკრებას, არ აქვს რესურსი, რომ სრული ოპოზიციური ხმების მობილიზება მოახდინოს, ამიტომ ის არ არის სრული ოპოზიციის კანდიდატი, შეიძლება იყოს რამდენიმე პარტიის კანდიდატი და აქედან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობა" დაჯერდება ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს, ზუსტად ვიცი, ოქროს მედალს ვერ მიიღებს, აპირებენ სხვადახვა საინტერესო ადამიანები მონაწილეობას მერობის არჩევნებზე. ელისაშვილი რომ ყოფილიყო საერთო კანდიდატი მიიღებდა [ოქროს მედალს],"- განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა