ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ ექიმები ვაქცინაციის პროცესში ინტენსიურად ჩაერთვებიან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ ექიმები ვაქცინაციის პროცესში ინტენსიურად ჩაერთვებიან.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულებს შემდეგ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ექიმებს გააჩნიათ ის შესაფერისი ცოდნა, რომელიც მათ აძლევს აცრის სტიმულს. გუშინაც გვქონდა კომუნიკაცია გაფართოებულ შეხვედრაზე და უახლოეს მომავალში ველოდებით ექიმების ინტენსიურ ჩართულობას.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მათთან ურთიერთობა. დღეის მდგომარეობით 92 000 პერსონალიდან 19% აცრილია. სამინისტროსთან ერთად ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. მე და მიხეილ ჩხენკელს გვქონდა საბჭოს შემდეგაც კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, მე პირადად მასთან ერთად ინტენსიურად ჩავერთვები პედაგოგებთან შეხვედრაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა