Amnesty International-ის ინფორმაციით, ირანში წყლის დეფიციტთან დაკავშირებით აქციების დასაშლელად ხელისუფლებამ უკანონო ძალა გამოიყენა, რა დროსაც რამდენიმე მომიტინგე დაიღუპა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, წყლის დეფიციტთან დაკავშირებით ხუზისტანის პროვინციაში გამართული საპროტესტო აქციების დასაშლელად ირანის ხელისუფლებამ უკანონო ძალა გამოიყენა.

ორგანიზაციის მტკიცებით, ფლობენ დადასტურებულ ინფორმაციას მინიმუმ რვა მომიტინგისა და შემთხვევითი პირის, მათ შორის „თინეიჯერი“ ბიჭის, გარდაცვალების შესახებ, რომლებიც მას შემდეგ დაიღუპნენ, რაც ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების ჩასახშობად საბრძოლო მასალები გამოიყენა.

”ირანის უსაფრთხოების ძალებმა განალაგეს უკანონო ძალა, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი, ძირითადად მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩასახშობად”, - განაცხადა Amnesty International- მა.

მათივე მტკიცებით, საპროტესტო აქციების ვიდეომასალისა და თვითმხილველების ნაამბობის ანალიზი მიუთითებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, თოფები და ცრემლსადენი გაზი.

განცხადება გაავრცელა Human Rights Watch– მაც, სადაც აღნიშნულია, რომ ირანის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გადაჭარბებული ძალა გამოიყენა დემონსტრანტების წინააღდეგ და მთავრობამ გარდაცვალების შემთხვევები "გამჭვირვალედ უნდა გამოიძიოს".

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს