26 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარედგინება

26 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარედგინება.

სესიამდე შემაჯამებელ სხდომას თავად საგამოძიებო კომისია გამართავს, რომელიც დასკვნის საბოლოო ვარიანტს მიიღებს და დოკუმენტს ბიუროს წარუდგენს.

ბიუროს გადაწყვეტილებით კი, დასკვნის განხილვა 26 ივლისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში აისახება.

"საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა მცირე ხარვეზებს, თუმცა მას არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. პარლამენტის არჩევნები კანონის შესაბამისად ჩატარდა. ოპოზიციური პარტიების მანიპულაციებს საგამოძიებო კომისია არგუმენტირებულ პასუხს გასცემს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით შეიქმნა. კომისიამ ოთხი დეპუტატის შემადგენლობით იმუშავა, რომლებიც თავად "ქართული ოცნებიდან" და ასევე, "ევროპელი სოციალისტებიდან" იყვნენ წარმოდგენილი.

საპარლამენტო ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა