აზერბაიჯანში კორონავირუსის 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 339 645 -მდე გაიზარდა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კოვიდ 19-ს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 002-ს შეადგენს.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში, საერთო ჯამში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 461 701 დოზაა გამოყენებული. სრულად ვაქცინირებულია 1 845 471 ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა