სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - აზერბაიჯანის პროვოკაციის შედეგად სამი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 23 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გეღარქუნიქის ოლქის მონაკვეთში განლაგებული სომხური პოზიციების მისამართით ცეცხლი გახსნეს.

სომხური მხარის მტკიცებით, ამას წინ უძღოდა აზერბაიჯანულ პოზიციებზე სროლა, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შიდა ინციდენტთან.

„ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ სომხური მხარის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არ მიუმართავს საპასუხო ზომებისთვის იმ მომენტამდე, ვიდრე აზერბაიჯანის ძალებმა ცეცხლი არ გაუხსნეს სომხეთის პოზიციებს. აზერბაიჯანის მხრიდან მორიგი პროვოკაციის შედეგად, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამმა სამხედრო მოსამსახურემ ჭრილობები მიიღო. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მორიგ პროვოკაციას. სიტუაციის გამწვავებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვითი უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე სროლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც თავის მხრივ პროვოკაცია უწოდა სომხეთის მხრიდან ცეცხლის გახსნას და მომხდარზე, რის შედეგადაც აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, პასუხისმგებლობა სომხეთს დააკისრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს