საზოგადოებრივი მაუწყებლის  ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებული - აქციაზე ვიყავი იმიტომ, რომ მყავს სამი ბიჭი და ვარ მათთვის მაგალითი, თუნდაც ის, რომ ქრისტიანი ვარ

არ მქონია იმის განზრახვა, მე იქ მივსულიყავი იმისთვის, რომ ვიღაცისთვის რაღაცა ძალადობრივი გამომეყენებინა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე, ილია თვალიაშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა გიორგი წარუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე დაინახა, რომ სასულიერო პირს შეურაცხყოფა მიაყენეს და ამაზე ჰქონდა რეაგირება.

„ვიყავი იმ აქციაზე იმიტომ, რომ მყავს ოჯახი, სამი ბიჭი და ვარ მათთვის მაგალითი. თუნდაც ის, რომ ქრისტიანი ვარ, ქრისტიანულ ოჯახში გავიზარდე. მიუღებელია, რომელიც მამაოს წიხლს დაარტყამს, შეურაცხყოფას მიაყენებს და ასე შემდეგ. ნამდვილად იყო ის ფაქტი, რომ მოვახდინე რეაგირება, მაგრამ რომ დავინახე, რომ 3-4 ადამიანი, არ ვიცი როგორ, რანაირად, დაბლა ეგდო, მე აღარ დავარტყამდი იმ ადამიანს, გამოვერიდე და წამოვედი. არ მქონია იმის განზრახვა, მე იქ მივსულიყავი იმისთვის, რომ ვიღაცისთვის რაღაცა ძალადობრივი გამომეყენებინა. აქედან გამომდინარე, მე ვერ დავანახებდი ჩემს შვილს, რომ ლგბტ და რაღაცა... მე ვზრდი ქრისტიანებს როგორც ქართველს შეეფერება“, - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.

ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს