გიორგი ვაშაძე - პირველივე ტურში რომც მოიგოს კახა კალაძემ, ჩვენ შეგვიძლია ის გადავაყენოთ - საკრებულოში 50%-ზე მეტს შეუძლია მერი ნებისმიერ დროს მოხსნას

კახა კალაძეს ჩვენ დავამარცხებთ იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში, საკრებულოში, უმრავლესობას ოპოზიცია მოიპოვებს. პირველივე ტურში რომც მოიგოს კახა კალაძემ, ჩვენ შეგვიძლია ის გადავაყენოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის საკრებულოში ხმების უმრავლესობის მოპოვებისთვის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველაფერს გააკეთებს.

კახა კალაძეს ჩვენ დავამარცხებთ იმ შემთხვევაში, თუკი პირველ ტურში, საკრებულოში, უმრავლესობას ოპოზიცია მოიპოვებს. ამისთვის ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ძალიან დიდ წვლილს შევიტანთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ საკრებულოზე კონტროლი პირველივე ტურში ოპოზიციურმა ძალებმა აიღოს, - ამისთვის ჩვენ ვემზადებით.

საკრებულოში 50%-ზე მეტს შეუძლია მერი ნებისმიერ დროს მოხსნას. თუ საკრებულოში 26 ხმა გვექნება, პირველივე ტურში რომც მოიგოს კახა კალაძემ, ჩვენ შეგვიძლია ის გადავაყენოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა