ჯო ბაიდენმა ავღანელი ლტოლვილებისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის ნებართვა გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანელი დევნილებისთვის გადაუდებელი დახმარების ფონდიდან 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის ნებართვა გასცა, - ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეერთებული შტატები ათასობით ავღანელის ევაკუაციისთვის ემზადება, რომლებსაც სპეციალური საიმიგრაციო ვიზების მისაღებად განაცხადები აქვთ შეტანილი. ისინი ძირითადად ყოფილი თარჯიმნები არიან და აშშ-ის მთავრობისთვის აღმოჩენილი დახმარების გამო თალიბებისგან შურისძიება ემუქრებათ.

აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, დაახლოებით 18 000 ასეთი განაცხადი მუშავდება.

ევაკუირებულთა პირველ ჯგუფსა და მათ ოჯახებს ვირჯინიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ჩაიყვანენ, სადაც ისინი სავიზო განაცხადების დამუშავების პროცესის დასრულებას დაელოდებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა