სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 250 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 228 632-მდე გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.

ამავე პერიოდის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დროიდან დაღუპულია 4 584 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსისგან 218 958 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 5 000-ს აჭარბებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა