რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 23 947 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 799 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რუსეთში ჯამში, ინფიცირების 6 102 469 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 153 095 ადამიანი ემსხვერპლა, განკურნებულების რაოდენობა კი 5.4 მილიონს აჭარბებს.
პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.