გიორგი გახარია - „ქართულმა ოცნებამ“, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი

„ქართულმა ოცნებამ“, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ქობულეთში, პარტია „საქართველოსთვის" ოფისის გახსნის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„20 ივნისს სახელმწიფომ შეასრულა თავისი ფუნქცია, სახელმწიფოში დაიცვა წესრიგი. სხვათა შორის „ოცნების“ დღევანდელ „ბოსებს" მინდა გავახსენო, რომ 20 ივნისს დავიცავით მათი დღევანდელი მდგომარეობა და მე მიუხედავად იმ დიდი გულისტკივილისა, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და პირველ რიგში მე დამრჩა 20 ივნისის შემდგომ, როდესაც მართლა დაშავდნენ ადამიანები, „ქართულმა ოცნებამ“, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი და მინდა ,,მივულოცო" ეს „ქართული ოცნების“ დღევანდელ „ბოსებს“, როგორ მოახერხეს, რომ 20 ივნისს ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს ახორციელებდა და მოქალაქეებს, ახალგაზრდებს მოუწოდებდა პარლამენტში შეჭრისკენ, დღეს გამოდის და თბილისის მერობის ოფიციალური კანდიდატია - ამას მოხერხება სჭირდებოდა და ეს მხოლოდ უსუსურ „ქართულ ოცნებას“ შეეძლო მოეხერხებინა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა