უნგრეთში სკოლებში LGBT შინაარსის მასალების აკრძალვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სკოლებში LGBT შინაარსის მასალების აკრძალვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

დემონსტრაციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ უნგრეთის მთავრობა და პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი ქვეყანაში ადამიანების უფლებებს ლახავს.

ცოტა ხნის წინ უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBT მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა LGBT თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ. აიკრძალება. ამასთან, კომპანიებსა და დიდ ორგანიზაციებს LGBT თემის მხარდამჭერი ბანერების განთავსება აეკრძალებათ.

7 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთის ხელისუფლებას ანტი-ლგბტ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო: უნგრეთში სკოლებში LGBT შინაარსის მასალების აკრძალვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი