ინდოეთში წყალდიდობას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის დასავლეთ ნაწილში მუსონური წვიმების შედეგად მოსულმა უხვმა ნალექებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რასაც სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა.

ინდოეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მაჰარაშთრას შტატში მეწყერს 54 ადამიანი ემსხვერპლა, გონდიასა და ჩანდრაპურის შტატებში კი წყალდიდობის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა.

სამაშველო ოპერაციაში ეროვნული არმია, ფლოტი და ეროვნული ძალებია მობილიზებული.

მაშველებმა 1 000-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

როგორც წესი, ინდოეთში მუსონური წვიმები ზაფხულის პერიოდშია, რა დროსაც წყალდიდობები ხშირია. თუმცა, მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ წელს ნალექების რაოდენობა შესამჩნევად არის გაზრდილი.

იხილეთ ვიდეო: ინდოეთში წყალდიდობას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს