ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრმა, დასავლეთის სარდალთან ერთად, უკვე დასრულებული შენობები მოინახულა და დეტალურად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

„სამხედრო ბაზაზე 2000 მ2-ზე ახალი სასადილო აშენდა, რომლის ფასადიც გაილესა უმაღლესი ხარისხის მასალით, გაკეთდა კონდიცირება-ვენტილაციის სისტემა, სველი წერტილები და აღიჭურვა უახლესი ინვენტარით. ტერიტორიაზე ერთი ყაზარმის სარემონტო სამუშაოებიც სრულად დასრულდა, სადაც შეიცვალა კარ-ფანჯარა, დაიგო კერამიკული ფილები, შეიცვალა სანტქენიკა, მოპირკეთდა ფასადი და მიმდინარეობს ახალი ინვენტარით აღჭურვა.

ამ ეტაპზე მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ორი ყაზარმის, ლაზარეთის, საკონფერენციოსა და სატრენაჟორო დარბაზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ბაზის ტერიტორიაზე საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების განახლება იგეგმება. ასევე, დასრულდება რეკრეაციული ზონის მოწყობა, მულტიფუნქციური სტადიონის მშენებლობა, შიდა გზებისა და გარე განათების სრული რეაბილიტაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა