საფრანგეთის სენატმა სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით რეგულაციების გამკაცრების შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 199-მა სენატორმა დაუჭირა, 123 კი წინააღმდეგ წავიდა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი ანაზღაურებას ვერ მიიღებენ.

ამას გარდა, რესტორანში, კინოთეატრებში, თეატრებსა და მუზეუმებში შესვლისათვის ადგილობრივებს ვაქცინაციის დამადასტურებელი ე.წ. „სანიტარული საშვის“ წარდგენა ან ტესტის უარყოფითი პასუხი დასჭირდებათ.

„სანიტარულ საშვებს“ კი ის პირები მიიღებენ, ვინც ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. ახალი რეგულაციების დაწესება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მასშტაბური აქციები პარიზში, მარსელში, მონპელიეში, ნანტსა და ტულუზაში გაიმართა, სადაც, საერთო ჯამში 160 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. „შეწყვიტეთ დიქტატორობა და ჩვენი უფლებების შეზღუდვა“, - აცხადებდნენ დემონსტრანტები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა