Euronews - თუ გერმანიაში დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, ქვეყანაში აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდება

თუ გერმანიაში დაინფიცირების შემთხვევები ზრდას განაგრძობს ქვეყანაში აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შტაბის უფროსმა, ჰელგე ბრაუნმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპიდან გამომდინარე, გერმანიაში ეპიდ-აფეთქება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, აუცრელი მოქალაქეებისთვის რესტორნებში, კინოთეატრებში, თეატრებსა და სპორტულ მოედნებზე შესასვლელად შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი გახდება.

ბრაუნის აზრით, სახელმწიფოს შეზღუდვების დაწესების სრული უფლება აქვს, რადგან ქვეყნის უპირველესი პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

Euronews-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის გერმანიაში მოსახლეობის 49%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, ერთი დოზით კი, მინიმუმ 60% აიცრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა