აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე კიდევ ერთი პროვოკაცია მოაწყო

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზე კიდევ ერთი პროვოკაცია განახორციელეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„26 ივლისს, 03:00 საათიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალები ბასარკეჩარის რაიონის სხვადასხვა მიმართულებით განლაგებული საბრძოლო პოზიციებიდან ქელბაჯარის რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინააღმდეგ ყუმბარმტყორცნების გამოყენებით ინტენსიურ ცეცხლს აწარმოებს,“- აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით განლაგებული აზერბაიჯანის არმიის ნაწილები ადეკვატურ საპასუხო მოქმედებებს ახორციელებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა