ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე ტუნისის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი გადააყენა და პარლამენტის მუშაობა შეაჩერა

ტუნისში დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, პრეზიდენტმა კაის საედმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა და პარლამენტის მუშაობა შეაჩერა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ათასობით მოქალაქე, რომელიც მთავრობას პანდემიასთან არასათანადოდ გამკლავების გამო აკრიტიკებდა, ტუნისის ქუჩებში გამოვიდა და პრემიერ-მინისტრის გადადგომა და პარლამენტის დაშლა მოითხოვა. მომიტინგეები მმართველი პარტიის ოფისებში შეიჭრნენ და კომპიუტერები გაანადგურეს. პარტიის ერთ-ერთ შტაბბინას კი ცეცხლი წაუკიდეს.

სამართალდამცავებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და რამდენიმე პირი დააკავეს.

ტუნისის პრეზიდენტის მტკიცებით პრემიერ-მინისტრის გადაყენებისა და პარლამენტის დათხოვნის მიზანი ქვეყანაში მშვიდობის დამყარება იყო, თუმცა ოპონენტები პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა