ინდოეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 127-მდე გაიზარდა

ინდოეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 127-მდე გაიზარდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მუსონური წვიმების შედეგად მოსულმა უხვმა ნალექებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დატბორილია ასობით სოფელი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. სამაშველო ოპერაციაში ეროვნული არმია, ფლოტი და ეროვნული ძალებია მობილიზებული. მაშველებმა 1 000-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

როგორც წესი, ინდოეთში მუსონური წვიმები ზაფხულის პერიოდშია, რა დროსაც წყალდიდობები ხშირია. თუმცა, მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ წელს ნალექების რაოდენობა შესამჩნევად არის გაზრდილი. ისინი ძლიერ წვიმას მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!