სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 228 910-მდე გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.

ამავე პერიოდის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დროიდან დაღუპულია 4 590 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსისგან 219 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 5 100-ს აჭარბებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს