საგამოძიებო კომისიის შეფასებით, შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსზე ოპოზიცია არჩევნების შედეგების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების მიზნით მიუთითებდა, რათა არჩევნების გაყალბების შესახებ აღქმა შეექმნათ

31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შეფასებით, შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსზე - საარჩევნო ბიულეტენების მეტობაზე ან ნაკლებობაზე, ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების მიზნით მიუთითებდნენ, რათა არჩევნების გაყალბების შესახებ აღქმა შეექმნათ.

დოკუმენტის მიხედვით, სტატისტიკის ანალიზი ადასტურებს, რომ დისბალანსთან დაკავშირებული კამპანია იყო სპეკულაციური და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.

„სინამდვილეში, საპარლამენტო არჩევნებში პროპორციულ ნაწილში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების ოდენობასთან შედარებით ნაკლები ბიულეტენების ჯამური რაოდენობა 924 საარჩევნო უბანზე შეადგენდა 3088-ს, ხოლო მეტი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა 19 საარჩევნო უბანზე - 26-ს, რაც ბიულეტენების საერთო რაოდენობის 0.16% იყო. საერთო ჯამში, დისბალანსის გამომწვევი ბიულეტენები იყო იმდენივე, რაც 2016 წელს და თითქმის 7-ჯერ ნაკლები 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძობო კომისიის დასკვნა დღეს პლენარულ სხდომაზე გავა. მასთან დაკაშირებით პარლამენტი დადგენილებას მიიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა