დავით ზალკალიანი კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თანამოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ზალკალიანის განცხადებით ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ერთადერთი ეფექტიანი საშუალებაა იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ კოვიდ-19-ს, მსოფლიოში კი ვაქცინაციაზე უფრო ეფექტიანი საშუალება არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, „ფაიზერით“ თავად დავით ზალკალიანიც აიცრა.

„დღეს აქ ვიმყოფები საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად. ჩვენი თანამშრომლების 90 პროცენტი უკვე აცრილია და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, ჩვენს თანამოქალაქეებს მივიდნენ აცრაზე. ქვეყანაში შემოტანილია ოთხი სახეობის ვაქცინა, არსებობს არჩევანის საშუალება. მინდა დავარწმუნო მოქალაქეები, რომ მომავალშიც გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი, ჩვენ კიდევ შემოვიტანთ დამატებით ვაქცინებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ერთად“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსთვის საჩუქრად 500 000 ფაიზერის ვაქცინის გადმოცემისთვის. მან აღნიშნა, რომ სამინისტრო განაგრძობს როგორც ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას, ასევე ჩინეთთან აქტიურ მოლაპარაკებებს დამატებითი ვაქცინების შემოტანის კუთხით.

„ჩვენი მოქალაქეები არიან სრულად უზრუნველყოფილი, რათა რაც შეიძლება სწრაფად აიცრან, რაც აუცილებელია იმისთვის რომ ქვეყანა გაიხსნას, ეკონომიკა გამოცოცხლდეს, ადამიანებმა არ დაკარგონ სამუშაო ადგილები. ამისთვის აუცილებელია რომ ყველა იყოს აცრილი და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს აკეთებს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა