რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 23 239 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 727 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რუსეთში ჯამში, ინფიცირების 6.1 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 154 601 ადამიანი ემსხვერპლა, განკურნებულების რაოდენობა კი 5.5 მილიონს აჭარბებს.
პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.