შსს-ს ინფორმაციით, რუსმა მომღერალმა ლევ ლეშენკომ საქართველო უკვე დატოვა, ქვეყანაში შემოსვლისას კი, სისტემაში არ დაფიქსირებულა, რომ მას "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი დარღვეული ჰქონდა

რუსმა მომღერალმა ლევ ლეშენკომ საქართველო უკვე დატოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, მას ქვეყანაში შემოსვლისას საპასპორტო კონტროლის გავლის დროს რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირებია.

"აღნიშნულმა პირმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, რაც შეეხება მის შემოსვლას ქვეყანაში, მან საპასპორტო კონტროლი გაირა შეუფერხებლად რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი, ასევე არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა", - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი რუსი მომღერლის, ლევ ლეშენკოს საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებდა, რადგან, მათი თქმით, მომღერალს დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა