ანრი ოხანაშვილი - იძებნება საბოტაჟში მხილებული ოპოზიცია - პარლამენტის შენობაში ვერ ვპოულობთ!

იძებნება საბოტაჟში მხილებული ოპოზიცია - პარლამენტის შენობაში ვერ ვპოულობთ! - ეს განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას გააკეთა.

როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებას თვეების განმავლობაში ტყუილში აცხოვრებდა და სამარცხვინო ფაქტია, რომ დღეს დასკვნის განხილვაში არ მონაწილეობენ.

„დღეს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების სრული კაპიტულაცია გაფორმდა. ეს არის სრული ლუსტრაცია და კაპიტულაცია ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, რომელთაც მთელი 9 თვის განმავლობაში არგუმენტიც კი ვერ წარმოადგინეს - იქნებ გივი მიქანაძემ დასკვნის ტექსტში არასწორი ინფორმაცია ჩაწერა?! მათ ერთი კონკრეტული კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს, თუ რას ეყრდნობოდა მათი პოზიცია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ახლა არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი საბოტაჟისთვის ემზადება.

პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა ასეთია - 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს