მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - ერთი პუნქტი დაასახელონ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება აღიარება, რომ შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას

მაშინ, როდესაც საზოგადოებამ იცის სიმართლე, ალბათ, უნდა მივმართოთ აქტორებს, შემსრულებლებს იმ სიყალბისა, რასაც ე.წ. გაყალბებული არჩევნები ერქვა, რომ თუნდაც ერთი პუნქტი დაასახელონ კომისიის დასკვნაში, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს - ასე მიმართა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვას არ ესწრება.

მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია არ დაასახელებს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში თუნდაც ერთ პუნქტს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, ეს იქნება აღიარება იმისა, რომ ისინი მრავალი თვის განმავლობაში ატყუებდნენ საზოგადოებას.

„მაშინ, როდესაც დასრულდა გამოსვლები, ყველაფერს წერტილი დაესვა და ყველაფერი ნათელია, საზოგადოებამ იცის სიმართლე, ალბათ, უნდა მივმართოთ აქტორებს, შემსრულებლებს იმ სიყალბისა, რასაც ე.წ. გაყალბებული არჩევნები ერქვა, რომ თუნდაც ერთი პუნქტი დაასახელონ კომისიის დასკვნაში, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უპასუხობა იქნება მათი აღიარება იმის შესახებ, რომ მათ და მათმა მედია საშუალებებმა შეგნებულად, არაერთი თვის განმავლობაში, მოატყუეს ქართული საზოგადოება და ზიანი მიაყენეს საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა