შალვა პაპუაშვილი - შეეშვას მედია პოლიტიკას, პოლიტიკაში ყოფნა თუ უნდათ, 2 ოქტომბერს არჩევნებია, ნებისმიერ მედიაორგანიზაციას შეუძლია გადაკეთდეს პოლიტიკურ პარტიად - ვნახოთ მერე, ვისი სიტყვა აჯობებს

შეეშვას მედია პოლიტიკას, პოლიტიკაში ყოფნა თუ უნდათ, 2 ოქტომბერს არის არჩევნები, ნებისმიერ მედიაორგანიზაციას შეუძლია გადაკეთდეს პოლიტიკურ პარტიად და ოფიციალურად დარეგისტრირდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც თბილისში მედიამენეჯერების გამოსახულებით პლაკატების გაკვრის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, მსგავსი პლაკატები მიუღებელია, თუმცა, კიდევ უფრო მეტად მიუღებელია ორმაგი სტანდარტები.

"ასეთ პლაკატებს ეშველება, ჩამოიხსნება, მაგრამ ორმაგი სტანდარტი თუ დამკვიდრდება, ეს ზოგად განწყობას ცვლის და ორმაგი სტანდარტია, როცა არანაკლები და უფრო მეტი სიმძაფრის პლაკატებსაც ვხედავდით, ვნახეთ ოჯახის წევრებზე, მათ შორის, არასრულწლოვან წევრებზე როგორ მიდის თვალთვალი. ეს ყველაფერი რომ ორმაგ სტანდარტში ექცევა, ეს არის სამწუხარო. ამიტომ მედიამ თავის ნიშა უნდა დაიბრუნოს, შეეშვას პოლიტიკას, ან კი ბატონო, იყოს პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკაში ყოფნა თუ უნდათ, 2 ოქტომბერს არის არჩევნები და ნებისმიერ ორგანიზაციას, მათ შორის, მედიაორგანიზაციას შეუძლია გადაკეთდეს პოლიტიკურ პარტიად, ოფიციალურად დარეგისტრირდეს, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მათ შორის, დაჯდეს ჩვენთან დებატებში და ვნახოთ მერე, ვისი სიტყვა აჯობებს",- განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა