Reuters - რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნის ვებგვერდი დაბლოკა

რუსეთის ხელისუფლებამ კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის ვებგვერდი დაბლოკა.

Reuters-ის ინფორმაციით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთის მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ navalny.com-თან ერთად ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან დაკავშირებული 48 პირისა და ორგანიზაციის ვებგვერდიც დაბლოკა.

როგორც „როსკომნადზორის“ მიერ Reuters-ისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, გადაწყვეტილება გენერალური პროკურატორის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ვებგვერდები სასამართლოს მიერ აკრძალულ მოძრაობებს პროპაგანდის გავრცელებასა და უკანონო საქმიანობის გაგრძელებაში ეხმარებოდნენ.

გასულ თვეში რუსეთის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციების ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოკავშირეებს სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობაში ხელს უშლის.

შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმეს და რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციისთვის მიყენებულ დარტყმად შეაფასეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს