ანონსი  27 ივლისი

27 ივლისს, 08:00 საათზე, გამოცდების მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე თბილისის N32-ე საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრში დააკვირდება.

მის.: სანზონა, ჩარგლის ქ. N6

საკონტაქტო : თამთა ბატიაშვილი - 595 767676.

27 ივლისს, 09:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

27 ივლისს, 09:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დემსთან შეხვედრა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

27 ივლისს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

27 ივლისს, 10:30 საათზე, "ევროპული საქართველოს" ოფისში, ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელის გიორგი ნონიაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა : ხელისუფლების მიერ წახალისებული ჯგუფების ჰომოფობიური პოსტერების გავრცელება თბილისის ქუჩებში.

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

27 ივლისს, 10:45 საათზე, საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დემსთან შეხვედრა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

27 ივლისს, 11:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, კონკურსში გამარჯვებული თბილისის თეატრებისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: დავით აღმაშენებლის 99

საკონტაქტო: 599 41 31 55; 5 99 00 45 11

27 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო საკითხების სპეციალისტი, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანლი, ლადო ბოჟაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და პროფესიონალი წევრები ისევ ვერ აირჩია - როგორ განვითარდება პროცესი.

არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 ივლისს, 11:45 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დემსთან შეხვედრა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

27 ივლისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე თამარ გაბუნია ახალციხის „ევექსის“ კლინიკაში ვაქცინაციის პროცესს გაეცნობიან.

27 ივლისს, 15:00 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრი ტარიელ ნაკაიძე, პარლამენტში ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლების ჯგუფს უმასპინძლებს.

თემა: რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა საქართველოში, ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობა

საქართველოს პარლამენტი (C კორპუსი, ოთახი 140)

საკoნტაქტო: ირაკლი გაბისონია -555602634

27 ივლისს, 15:00 საათზე, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ინიციატივით სასტუმროში Radisson Blu Iveria სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

თემა: მედიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მძიმე ვითარების განხილვა და პრობლემის გადაჭრის მექანიზმების მოძიება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიამენეჯერები, ჟურნალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

27 ივლისს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულების - აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 ივლისს, 18:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართება ონლაინ საჯარო დისკუსია თემაზე: კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ტურიზმი საქართველოში.

საჯარო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე; ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია; ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი; ექსპერტი აკაკი ზოიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. დისკუსიას დიმიტრი ხუნდაძე გაუძღვება.

ონლაინ საჯარო შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება: ბმულზე: https://us02web.zoom.us/j/89991763172 ან პარლამენტისა და NDI საქართველოს ფეისბუკ გვერდებზე.

27 ივლისს, 20:00 საათზე TRC TALKS მეშვიდე ონლაინ დისკუსია გაიმართება.

ონლაინ დისკუსიის ბმული: https://www.facebook.com/events/1462997714058938/?ti=ls

შეხვედრას საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი, მარიამ თოხაძე უხელმძღვანელებს, სტუმარი კი, ჯეფ შუპი, ორგანიზაციის - Beyond Barriers დამფუძნებელი იქნება.

თემა: "ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის საფრთხის შემსუბუქება: რა არის და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა