აზერბაიჯანში კორონავირუსის 272 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 272 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 340 715-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კოვიდ 19-ს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 009-ს შეადგენს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანში 18 წლის ასაკის ზემოთ სტუდენტებს ე.წ. კოვიდპასპორტებს მოსთხოვენ. ამასთან, 18 წელს გადაცილებულ პირებს საშუალება ექნებათ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასტუმროებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიდნენ, თუკი კოვიდპასპორტებს წარადგენენ. Bloomberg-ის მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 19% აიცრა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა