აშშ-ის საბრძოლო ძალები ერაყს წლის ბოლომდე დატოვებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის საბრძოლო ძალები ერაყს მიმდინარე წლის ბოლომდე დატოვებენ, თუმცა ამერიკელი ჯარისკაცები ერაყელი სამხედროების წვრთნასა და მათთვის რჩევის მიცემას განაგრძობენ, - შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-კადიმთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი როლი ერაყში იქნება ის, რომ გავაგრძელებთ ტრენინგს და დახმარებას. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წლის ბოლოსთვის საბრძოლო მისიაში ვიყოთ. ჩვენი ანტიტერორისტული თანამშრომლობა გაგრძელდება მაშინაც კი, როდესაც ამ ახალ ეტაპზე გადავალთ,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

2003 წელს საერთაშორისო კოალიციის ძალები, აშშ-ის მეთაურობით, ერაყში შევიდნენ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად და მასობრივი განადგურების იარაღის აღმოსაფხვრელად, რომლის არსებობაც არ დადასტურდა.

აშშ-მა ერაყიდან საბრძოლო ჯარები 2011 წელს გაიყვანა, თუმცა, 3 წლის შემდეგ, ერაყის მთავრობის თხოვნით, კვლავ შეიყვანა, ვინაიდან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში სწრაფად გააქტიურდნენ.

2017 წელს ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო მარცხის შემდეგ, აშშ-ის ძალები ქვეყენაში მათი კვლავ აღზევების თავიდან ასაცილებლად დარჩნენ. ამჟამად ერაყში 2 500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა