აშშ ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს არ აუქმებს

შეერთებული შტატების ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას ამ ეტაპზე არ გეგმავს, რისი მიზეზიც უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტის გავრცელება და აშშ-ში ახალი შემთხვევების ზრდაა,- ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

”იმის გათვალისწინებით, თუ სად ვართ დღეს „დელტა“ ვარიანტის გამო, ამ ეტაპზე სამოგზაურო შეზღუდვებს შევინარჩუნებთ”, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

მისი თქმით, აშშ-ში „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული შემთხვევები იზრდება, განსაკუთრებით კი არავაქცინირებულ ადამიანებს შორის. „როგორც ჩანს, ეს ზრდა მომავალი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება,“- აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ცნობისათვის, შეერთებულ შტატებში ამჟამად აკრძალულია აშშ-ის არამოქალაქე იმ პირების შესვლა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ გაერთიანებულ სამეფოში, ევროპის 26 შენგენის ქვეყანაში ან ირლანდიაში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ირანსა და ბრაზილიაში.

ამასთან, გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ სახმელეთო საზღვრები კანადასა და მექსიკასთან არააუცილებელი მოგზაურობისთვის მინიმუმ 21 აგვისტომდე დარჩება დახურული.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა როშელ უოლენსკიმ გასული კვირის ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ – ში ახალი შემთხვევების შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 53% –ით გაიზარდა, დაინფიცირების ახალი შემთხვევების 80% კი „დელტა“ ვარიანტზე მოდიოდა.

იხილეთ ვიდეო: აშშ ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს არ აუქმებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა