სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის  „ცხელი ხაზი“  აღდგა

სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის „ცხელი ხაზი“ აღდგა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აპრილის შემდეგ არაერთი წერილი გაცვალეს და „ცხელი ხაზის“ აღდგენაზე შეთანხმდნენ. მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ნდობის აღდგენასა და ურთიერთობების გაუმჯობესებაზეც გამოხატეს მზაობა.

ამასთან, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიასაშუალებამ, KCNA– მ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის სამშაბათს ყველა საკომუნიკაციო არხი გაიხსნა.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან „ცხელი ხაზი“ 2020 წლის ივნისში შეწყვიტა.

იხილეთ ვიდეო: სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის "ცხელი ხაზი" აღდგა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო